Thursday, February 11, 2010

შესარჩევი

 

I ტური

 

თემები: ფაუნა; მატრიცული “კორ”; სპილოს თემა; შეღშე ლა ფამ; “თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო”; მზიური თემა.

 

 

1. ფაუნა დავით ცინცაძე.

 

10. ტყეებისა და მინდვრების, აგრეთვე ცხოველების მფარველი ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში. ფაუნა

20. სწორედ ასე ეწოდება ცხოველების მიმართ შიშს, ფობიას. ზოოფობია

30. მართალია 2009 წელს ფინალში დეტროიტი ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ მაღ მაინც მოახერხეს გამარჯვება და სტენლის თასის მოპოვება. პიტსბურგ პინგვინსი.

40. მისი სერიული წარმოება 1964 წლიდან იღებს სათავეს. ჟურნალ ფორბსისი ვერსიით შედის 10 მანქანის სიაში, “რომელთაც შეცვალეს მსოფლიო” და აგრეთვე წარმოადგენს საუკეთესო ე.წ. უსცლე ცარM. ფორდ მუსტანგი

50. პირველი სიტყვები, რომლითაც ეს პერსონაჟი დაამახსოვრდებოდა მკითხველს 1865 წელს დაწერილი წიგნიდან არის: „ო, ღმერთო, ო, ღმერთო, მე ძალიან დამაგვიანდება, ძალიან დამაგვიანდება“. თეთრი კურდღელი ( წიგნიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”)

 

 

2. მატრიცული “კორ” ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი

 

10. ლითონის დაშლა ქიმიური პროცესების შედეგად და ქანების ცვლილება ჰაერისა და წყლის ზემოქმედებით (კოროზია)

20. მსუბუქი, სამხედრო იალქნიანი ხომალდი. ძირითადად გამოიყენებოდა სადაზვევრო მიზნით. კორვეტი

30. ძველბერძნული პოლისი და თანამედროვე ქალაქი, რომელიც ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 78 კილომეტრში მდებარეობს (კორინთო)

40. საქართველოში მოქმედი ბანკი, რომლის სათაო ოფისის მისამართია თბილისი ჭავჭავაძის გამზ. 43 (კორ სტანდარტ ბანკი)

50. სამკურნალო პრეპარატი, დამამშვიდებელი და სისხლძარღვების გამაფართოებელი; წვეთების სახით იღებენ ტაქიკარდიის, უძილობის და სხვ. დროს კორვალოლი

 

 

 

3. სპილოს თემა ალექსი სიუკაევი

 

10.. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანის სხეულის კიდურების ქსოვილები ვერ ითვისებენ ლიმფურ უჯრედებს და ამიტომ კარგავენ ფორმას.…სპილოს დაავადება

20. სპილოზე ამხედრებულ მეომარს აუცილებლად გააჩნდა დაახლოებით 1 მ. სიგრძის რკინის სოლი. რა დანიშნულებით იყენებდა მეომარი მას სპილოს სამართავად

30. 1854წელს დაარსებული ამ პარტიის სიმბოლო ერთობ უცნაური ფერადი სპილოა. რესპუბლიკური პარტია__აშშ

40. დევიდ ლინჩის ეს ფილმი ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ერთი ოსკარიც კი ვერ მოიპოვა. ადამიანი-სპილო

50. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება 100-150 წელს. ცხოვრობენ ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე. ყველაზე დიდის სიგრძე 1,5 მ. შეადგენს. სპილოსებრი კუები

 

 

 

4. (უკვე ლამის ტრადიციად ქცეული) შეღშე ლა ფამ ჩალაფეიქრიშვილი

10. სწორედ ეს ქალბატონი ასრულებს კოკო შანელის როლს, სულ ახლახან გადაღებულ ფილმში. (ოდრი ტოტუ)

20. ფრანგი ფილოსოფოსი, ესეისტი და მწერალი. ჟან-პოლ სარტრის თანამოაზრე და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. (სიმონა დე ბოვუარი)

30. ამერიკელი ჯენის დევერი გინესის რეკორდების წიგნში ამ მამაკაცური კომპონენტის გამო შევიდა. წვერი (წვერის სიგრძე 36 სანტიმეტრს აღწევდა)

40. მარველის კომიქსების პერსონაჟი, ადვოკატი და სუპერგმირი, განსაკუთრებული ძალები: სუპერმენის ძალა, სიჩქარე, ამტანობა და მოქნილობა. ავტორები: სტენ ლი და ჯონ ბიუსქემა. (ქალი-ჰალკი; ჯენიფერ უოლტერსი))

50. ძველიტალიური ღვთაება. გვიანდელი მითების თანახმად, იგი მწყემს ფაუსტულუსის ცოლია. ფაუსტულუსმა იპოვა გადაგდებული რემუსი და რომულესი და აღსაზრდელად მას მიუყვანა. (აკა ლარენცია

 

 

5. “თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო”

 

10. ოთარ ჭილაძის აზრით მას არც ფრენა შეეძლო და არც ოქროსი ყოფილა

ოქროს ვერძი.

20. ეს სიტყვა ესპანურიდან ითარგმნება როგორც მეფის სასახლე, მეფის კარი. ტერმინი დამკვიდრდა ესპანეთის მეფის ფერდინანდ VII დროს (1808, 1814-33) და აღნიშნავს სასახლეში მყოფ პირთა ჯგუფს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. კამარილია

30. ასეთი ფსევდონიმი აქვს ცნობილ ქუთაისელ დრამერს აკაკი ბაბუნაშვილს, რომელსაც ღიღინი და რეჩიტატივების წაკითხვაც კარგად გამოსდის თურმე. შავი პრინცი

40. მანდატურთუხუცესის მეოთხე რანგის მოხელეობიდან მან იმდენი მოახერხა, რომ სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად გადაიქცა, თუმცა დედოფლის ინტრიგების წყალობით დავით ულუმ ის სიკვდილით დასაჯა. მესტუმრე ჯიქური

50. მისი წარმოშობა უცნობია. 1608-09 წლებში შექმნა ტუშინოს ბანაკი, თუმცა მოსკოვის აღება, ისევე როგორც გამეფება, ვერ შეძლო. ცრუდიმიტრი II (“ტუშინოს ქურდი”) კომ. ცრუდიმიტრი I გამეფება შეძლო.

 

6. მზიური თემა ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი

10. სწორედ ამ პიროვნებასთან ასოცირდება მზიურის ბაღი (ნოდარ დუმბაძე)

20. აწ დახურული იუმორისტული გადაცემა ტელეკომპანია მზეზე პაატა გულიაშვილის ავტორობით მზის დარტყმა

30. ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართობის დროინდელი ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა( მზე შინა)

40. სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომელიც ორჯერ პასუხობს ჩვენ თემას მზეთამზე)

50. ფოტოაპარატიანი ტელესკოპი, რომელიც მზის გადასაღებად არის განკუთვნილი და ავტომატურად იწერს მზის სიკაშკაში ხანგრძლივობას დღის განმავლობაში (ჰელიოგრაფი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II ტური

 

 

თემები: ქვის თემა; ვარსკვლავური თემა; ყველაზე, ყველაზე, ყველაზე . . .; მატრიცული „დეს“; მიხაელი; მეექვსე თემა.

 

1. ქვის თემა

20. ის თავისი ნებით იბრძოდა ვიეტნამში. მიღებული აქვს ჯილდოები: “მეწამული გული” და “ბრინჯაოს ვარსკვლავი”. მოგვიანებით მან შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია, რაც მის ფილმებშიც კარგად გამოჩნდა. ოლივერ სტოუნი

40. ლევ ბორისის ძე როზენფელდი ძირითადად ინტელექტუალური საქმიანობით იყო დაკავებული _ ხელმძღვანელობდა ლენინის ინსტიტუტს, აგრეთვე იყო დირექტორი გამომცემლობა აცადემია-ს და მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის, თუმცა ამან რეპრესიებისაგან ვერ იხსნა. დაასახელეთ მისი ფსევდონიმი. კამენევი

60. მათი შეხედვა სიკვდილს ნიშნავდა, მაგრამ არა უბრალოს, არამედ ჩვენი თემისთვის შესაფერის სიკვდილს. გორგონები

80. აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაური კერტის ლემა 1965 წელს გაკეთებული განცხადებაში ვიეტნამელებს დაბომბვის შედეგად სწორედ ამას დაპირდა. ქვის ხანაში დაბრუნება

100. მეტეორების ეს ტიპი თავისი შემადგენლობით ახლოს დგას დედამიწის მთის ქანებთან. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, მაგნიუმს და ა.შ. ქვის მეტეორები

 

2. ვარსკვლავური თემა ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი

 

20. ვარსკვლავთა განლაგების ცხრილი, რომელსაც ასტროლოგები ადგენენ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამა თუ იმ პიროვნების ბედის საწინასწარმეტყველოდ (ჰოროსკოპი)

40. მონუმენტი პარიზში შარლ დე გოლის მოედანის ცენტრში, შანზელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში (ტრიუმფალური თაღი, ოფიც.: ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ფრანგ.: L’Aრც დე ტრიომპჰე დე ლ’Éტოილე)

60. იგი შეიქმნა ჯერ კიდევ 1992 წლის 10 ნოემბერს, როდესაც ამ ჯერ კიდევ უსახელო გაზეთისათვის პირველი ინტერვიუ, ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერ გიორგი ჭანტურიასთან ჩაიწერა (აწ უკვე ჟურნალი ვარსკვლავები)

80. ბერძნულ მითოლოგიაში ნიმფა რომელიც ზევსმა თანავარსკვლავედად აქცია და პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთი კაშკაშა თანამგზავრი, რომელიც გალილეიმ 1610 წელს აღმოაჩინა (კალისტო)

100. რობერტ ჰაინლაინის 1954 წელს გამოსული რომანი. მიიჩნევა მის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად (ვარსკვლავური მხეცი)

 

 

3. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე . . .

20. ჟურნალ როლინგ სტოუნსისი მიერ გამოქვეყნებულ 500 საუკუთესო სიმღერაში სწორედ ამ ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები ჭარბობს. ბითლზი

40. ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე თავისმომაბეზრებელ ვარსკვლავთა ათეულში პირველი ადგილი დაიკავა ამ მომღერალმა და მსახიობმა, სასტუმროების ქსელის დამაარსებლის შვილთაშვილმა. პერის ჰილტონი

60. ნბაში მოთამაშე კალათბურთელთა შორის ყველაზე დაბალზე ერლ ბოიკინსზე, მისი სიმაღლეა 1.63 მ. ამბობენ, რომ მას თამაშის დროს ეს საკალათბურთო ელემენტიც კი აქვს შესრულებული. ბურთის კალათაში ჩატენა ანუ სლემდანქი

80. მზის სისტემის ამ პლანეტის ატმოსფერო შედგება შხამიანი აირებისაგან და იმდენად მჭიდროა, რომ ინარჩუნებს სითბოს, რაც პლანეტას ხდის ძალზედ მხურვალეს ვენერა (ყველაზე ნათელი პლანეტა)

100. ფრანც კაფკას მოთხრობა, რომელშიც მთავარი გმირი ხოჭოდ გადაიქცევა, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შიშისმომგვრელ ნოველადაა მიჩნეული. მეტამორფოზა

 

 

4. მატრიცული „დეს“ დავით ცინცაძე.

20 – „მე ღირსეული კაცი ვარ, და საუკეთესოს ვანიჭებ უპირატესობას, არც ქალი მაკლია, არც ფული და არც სიყვარული“ - დაახლოებით ესე ჟღერს ამ ფილმის მთავარი საუნდტრეკის პირველი სტრიქონები თარგმანში. დესპერადო

40 - უახლესი მონაცემებით, შიდსის გავრცელებამ უკრაინაში საგანგაშო მდგომარეობას მიაღწია. დაავადებულია დაახლოებით 500,000 ადამიანი. ხოლო მარტო ამ რეგიონში დაავადებულთა რიცხვი 150,000 სჭარბობს.ოდესა

60 - ესე ეწოდება აკირა კუროსავას მიერ 1970 წელის გადაღებულ ფილმს. იგი წარმოადგენს რეჟისორის მიერი გადაღებულ პირველ ფერად ფილმს, მაგრამ მიუხედავად ამისა კრიტიკოსებმა იგი დაიწუნეს და ფილმი ჩავარდა, რასაც 1971 წელს კუროსავას თვითმკვლელობის მცდელობაც მოჰყვა. დოდესკადენი (Dოდესუკადენ)

80 – რაიმე არსებულის ნორამლური ფუნქციის მოშლა, დარღვევა. დესტრუქცია

100 - ასე ეწოდება თავის ტვინის ფუნქციის არევას, რის შემდეგადაც ბუნდოვანი ხდება ან სრულიადაც იკარგება დროის, ადგილის და პიროვნების შეგრძნება. როგორც წესი ზიანი ადგება ჯერ დროის, შემდეგ ადგილის და ბოლოს პიროვნების აღქმის უნარს.დესორიენტაცია

 

 

5. მიხეილი ალექსი სიუკაევი

20. ანეკდოტი ირინა სარიშვილისგან: საბავშვო ბაღში ოთხი ოთახია. პირველს აწერია _ კარგი ბავშვები; II _ ცუდი ბავშვები; III _ საშინელი ბავშვები; IV ოთახი _ ? მიშა

40. მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. შეკრიბა და დაამუშავა იმ დროისთვის არსებული ქართული და უცხოური (ძირითადად ბერძნული) საგალობლები, რომლებსაც თავი მოუყარა "მესხურ იადგარში" მიქაელ მოდრეკილი

60. რომ არა, “მის შავი ამერიკის” ტიტულის მფლობელი დეზირე ვაშინგტონთან გაფუჭებულის საქმე, ვინძლო ის კიდევ დიდხანს გვენახა ჩემპიონის ქამრით. მაიკ ტაისონი

80. ის განუდგა თავის ძმას, კონსტანტინეს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი ტახტი დაიკავა. იყო დავით ნარინის უმცროსი ვაჟი. მიქაელი.

100. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1043 წლიდან. მისი პატრიარქობის ჟამს მოხდა განხეთქილება დასავლეთისა და აღმოსავლკეთის ეკლესიებს შორის

მიხაილ კერულაროსი

 

6. მეექვსე თემა

 

20. ერთ-ერთ ბრიტანულ შოუში მონაწილემ ამ ომის შესახებ განაცხადა, რომ ის გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში. 6 დღიანი ომი;

40. ბიზნესპროცესების სამართი მაღალტექნოლოგიური მეთოდი. გამოიყენება ოპერაციულ სისტემაში სავარაუდო დეფექტების წარმოქმნის შემცირებისათვის. ექვსიი სიგმა

60. ის შედგება ორი სტაბილური იზოტოპისგან და მზის ატმოსფეროშიც კი გვხვდება. დედამიწის სტრატოსფეროში მისი ჩამოყალიბება ხდება ქვედა ფენებში. ნახშირბადი ( მეექვსე ელემენტია)

80. იგი დაწესებულ იქნა 1982 წელს. სხვადასხვა დროს მისი მფლობელები გახდნენ ტონი კუკოჩი, მანუ ჯინობილი, ბენ გორდონი, ჯეისონ ტერი და სხვა ცნობილი კალათბურთელები. საუკეთესო მეექვსე მოთამაშე;

100. მისი ფორმალური მეფობა 6 წლის განმავლობაში 1308-14 წწ. გრძელდებოდა, რეალურ მეფეს კი მისი მეურვე _ გიორგი V ბრწყინვალე წარმოადგენდა. გიორგი VI (“მცირე”)

 

 

 

III ტური

თემები: რა არის ჩვენი ცხოვრება - თამაში; ჩრდილები და აჩრდილები; ნათელი თემა; ტრაგიკული თემა; ცნობილი სომხები; ბარიკადები.

 

1. რა არის ჩვენი ცხოვრება - თამაში დავით ცინცაძე.

 

30. ამ ცნობილი რომანის გმირს (ზოგი მას ანტიგმირსც არქმევს) მუდმივად აინტერესებდა თუ სად მიდიოდნენ იხვები ზამთარში, როდესაც გუბურა იყინებოდა. თამაში ჭვავის ყანაში

60. X - ადამიანების ( X – Mენ ) ეს პერსონაჟი აზარტული თამაშებისადმი დიდი ლტოლვით გამოირჩევა. ხოლო მისი მეტსახელი კი სპორტის ერთ ერთი სახეობის ტერმინოლოგიას მიეკუთვნება. გამბიტი

90. კომიკოსი ედი იზარდის აზრით, ეს ცნობილი ქანდაკება ძალიან ჰგავს ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ქონება პოკერში წააგო, მაგრამ მაგიდიდან მაინც ვერ დგება. მოაზროვნე

120. ეს ბინგოს ტიპის თამაში ძალიან პოპულარულია თანამედროვე კაზინოებში, განსაკუთრებით კი ლას ვეგასში. თამაშის დროს გამოიყენება მრგვალი მინის სათავსო რომელშიც იყრება 80 პინგ პონგის ბურთის მსგავსი ბურთულა, რომლების მიხედვითაც ადგენენ გამარჯვებულებს. კენო (Kენო)

150. ნილ გეიმანის ერთ-ერთ რომანში პროფესიონალი მოთამაშე უცხო ქალაქში მოხვდება. მაგიდასთან ყველა მის წინააღმდეგ აღმოჩნდება შეკრული. ერთ-ერთი კეთილისმსურველი ყურში წასჩურჩულებს, რომ თამაშს “აფუჭებენ” და ურჩევს თავი დაანებოს. მოთამაშე არც კი გატოკდება და უპასუხებს: ვიცი რომ შეკრულები არიან, მაგრამ . . . დააბოლოვეთ მისი ფრაზა. ეს ქალაქში ერთადერთი თამაშია (მსგავსი პასუხები ჩაითვალოს)

 

2. ჩრდილები და აჩრდილები

 

30. ეს ტერმინი აღნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის ყოველ სფეროს, რომელსაც არ ითვალისწინებს ოფიციალური სტატისტიკა. ჩრდილოვანი ეკონომიკა

60. გასტონს ლერუს 1910 წელს გამოსული ეს წიგნი საფუძვლად დაედო მრავალ კინო-მუსიკალურ თუ ლიტერატურულ ნაწარმოებს. ოპერის მოჩვენება

90. მათ ჩაანაცვლეს მოძველებული ფ3 - დემონები და წარმატებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანას ფ4-ფანტომი

120. ის კრემლის მუდმივ მაცხოვრებელს წარმოადგენს. თურმე ნიკოლოზ II-ის მოგონებაც კი ყოფილა შემორჩენილი, რომლის თანახმადაც მოჩვენება მას და დედოფალს კორონაციის წინ გამოეცხადა. ივანე მრისხანე

150. მისი მოჩვენება თურმე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მოსკოვში. ყველაზე ხშირად აპრილ-ოქტომბერში ჩნდება და გოგონებმა არაფრის დიდებით არ უნდა მიიღონ ძველებური ლიმუზინით გასეირნების შეთავაზება. ლავრენტი ბერია

 

3. ნათელი თემა ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი

30. ოთარ ჭილაძის პოემა _ მანძილი რომელიც დაახლოებით 1013 კილომეტრს უდრის.( სინათლის წელიწადი)

60. ის პირველად 1868 წელს ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა, ელექტრონული სახესხვაობა კი 1918 წელს ნიუ-იორკში. შუქნიშანი

90. გამჭვირვალე წყალგაუმტარი მასალა, რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით; იყენებენ საკვები პროდუქტების და ა.შ. შესაფუთად. (ცელოფანი) კომენტარი: ცელ(ულოზა) და ბერძ პჰანოს ნათელი

120. მოვლენა, რომელსაც იწვევს წყლის ზედა ფენებში მყოფი მანათობელი ორგანიზმები, შეინიშნება ღამით. (ზღვის ნათება)

150. ოპტიკური მოვლენა, როდესაც ნათელი საგნები ბნელ ფონზე უფრო მოზრდილები ჩანან ვიდრე სინამდვილეში არიან (ირადიაცია)

 

4. ტრაგიკული თემა დავით ცინცაძე.

30. - მიჩნეულია, რომ ეს ნაწარმოები უილიამ შექსპირმა დაწერა 1603 და 1607 წლებს შორის და იგი წარმოადგენს მწერლის ერთ-ერთ უმოკლეს ტრაგედიას. საინტერესოა, რომ დღემდე არსებობს ცრურწმენა, თითქოს ტრაგედია დაწყევლილია და კულისებში მსახიობები მას მისი ნამდვილი სახელით კი არ მოიხსენიებენ, არამედ უწოდებენ „შოტლანდიურ დადგმას“. მაკბეტი

60. 1949 წლის 4 მაისს ლისაბონის ბენფიკასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ რამდენიმე საათში მომხდარ ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა ამ კლუბის თითქმის ყველა წევრი და მენეჯერები. ტრაგედია ისტორიში შევიდა „სუპერგას ტრაგედიის“ სახელით. ტორინო (Gრანდ თორინო)

90. გადარჩენილების ცნობებზე დაყრდნობით, უკანასკნელი რაც მათ შეასრულეს იყო ჰიმნი „გიახლოვდები მე შენ უფალო“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომსახურე პერსონალისაგან განსხვავებით არ იყვნენ ვალდებულნი ბოლომდე შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა, მათი სიმტკიცე, პროფესიონალიზმი და ბოლო წამამდე საქმისადმი ერთგულება ლეგენდად დარჩა. ტრაგედიის შემდეგ არცერთი მათგანი არ გადარჩენილა. ტიტანიკის მუსიკალური ბენდი, ტიტანიკის მუსიკოსები.

120. 1925 წელს ამერიკელი მწერლის მიერ დაწერილი ეს რომანი ჟურნალმა “ტიმე”მა 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანების სიაში შეიყვანა. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო 1906 წლის 11 ივლისის გახმაურებული მკვლელობა, როდესაც ვინმე გრეის ბრაუნის ცხედარი იქნა ნაპოვნი. ამერიკული ტრაგედია

150. ბი ჯისის (Bეე Gეეს) მიერ 1978 წელს ჩაწერილმა ამ კომპოზიციამ მხოლოდ 1979 წლის თებერვალში მოიპოვა პოპულარობა და პირველი ადგილი ამერიკულ და ბრიტანულ ჩარტებში, რომელიც მან 3 თვის განმავლობაში შეინარჩუნა. ტრაგედია (თრაგედყ)

 

5. ცნობილი სომხები

30. ჟურნალ “ტიმე”-ის აზრით ის XX საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერალია შარლ აზნავური

60. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას ეს ორი წარმოშობით სომეხი ფეხბურთელი იცავდა. იური ჯორკაეფი და ალენ ბოგოსიანი

90. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ თავისი ჯილდოების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების დამხარებით მოიგო. ანდრე აგასი (აღასიანი)

120. ამერიკელი მწერალი (1908-1981), სენტიმენტალური რეალიზმის წარმომადგენელი. ავტორი რომანებისა: “ადამიანური კომედია”, “ვესლი ჯექსონის თავგადასავალი” და სხვა. უილიამ საროიანი

150. ის უკვე ხსენებული ათი თავისმომაბეზრებელი ვარსკვლავის სიაში შედის, ამავე დროს პერის ჰილტონის დაქალი, მომღეარლი და მსახიობია. კიმ კარდაშიანი

 

6. ბარიკადები

30. ამ მწერლის 2005 წელს გამოშვებული ესსე “ფარდა” მართალია არ არის “რკინის”, მაგრამ მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ამ “ფარდის” წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. მილან კუნდერა

60. რამდენიმე წლის წინ მისი გაკრიტიკების გამო სარამაგო მაშინვე ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. ისრაელ-პალესტინის გამყოფი კედელი

90. ვის შესახებ თქვა მარქსმა: “მზადმყოფნი ცაზე იერიშისთვის.” პარიზის 1871 წლის კომუნარებზე

120. ცნობილი რუსი გიტარისტის სერგეი მავრინის გადაცემა რადიო “Юность” –ზე მძიმე მუსიკის მოყვარულთათვის Железный занавес

150. ნახატი “თავისუფლება ბარიკადებზე” ეჟენ დელაკრუამ 1831 წელს შექმნა და 1830 წლის საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას მიუძღვნა. ვისი შეკვეთით დახატა მან ეს ნახატი? ლუი ფილიპეს

 

 

 

 

ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ალუზია

 

 

 

ალკოჰოლით გაბრუებული მეგი . . . უმიზნოდ, მეგობრებს მოშორებული, უსწორმასწორო ნაბიჯებით მიეხეტება ქუჩაში . . . მისი ფიქრები კი შორს დაცურავენ. ეს გახლავთ “მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის” VII ტომში მოთავსებული ცნობილი ნაწარმოების სიუჟეტის ალუზია. დაასახელეთ ეს ნაწარმოები

 

 

არტურ რემბოს “მთვრალი გემი”

 

მსოფლიო ლიტერატურის ისტორია. VII ტომი, გვ. 319

No comments:

Post a Comment